06 ოქტომბერი 2024,   19:59
ვრცლად
ისრაელმა ღაზაში ასობით ობიექტს დაარტყა, განადგურებულია "ჰამასის" ინფრასტრუქტურა - ბოლო ცნობები თელ-ავიდიდან

ომის მეცამეტე დღე ახლო აღმოსავლეთში - როგორც "კურიერის" კორესპონდენტი თელ-ავივიდან იუწყება, ამ დროისთვის, ახლო აღმოსავლეთში ვითარება შედარებით მშვიდია, თუმცა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური იერიშები მიმდინარეობდა ღაზის ტერიტორიაზე, დარტყმებს 33-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ცახალის განცხადებით, ბოლო 24 საათში, ღაზაში ასობით ობიექტს დაარტყეს, სამიზნეები -"ჰამასის" ინფრასტრუქტურა იყო.

ამასთან, ეგვიპტე თანახმაა რაფაჰის გადასასვლელი ჰუმანიტარული დახმარების შესატანად გახსნას.

ისრაელი მზად არის ამ პროცესს ხელი არ შეუშალოს იმ პირობით, რომ ტვირთი "ჰამასის" ხელში არ აღმოჩნდება.

 

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე

 

 

დღის ამბები