06 ოქტომბერი 2024,   20:57
ვრცლად
პოლონეთში დააკავეს ქართველი კაცი, რომელმაც 500 000 ზლოტი მოიპარა

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც 500 000 პოლონური ზლოტი მოიპარა. მამაკაცმა კატოვიცში მცხოვრებ 41 წლის ქალს ბანკიდან გამოტანილი ასი ათას დოლარზე მეტი მოჰპარა.

გამოძიების ინფორმაციით, ქალი ბანკიდან სახლში მანქანით ბრუნდებოდა. მანქანის მართვისას მან შეამჩნია, რომ საბურავი დაშვებული იყო, ამიტომ გაჩერდა და გადმოვიდა. მანქანის ორი საბურავი დახვრეტილი იყო. უკან დაბრუნებულს, ჩანთა, რომელშიც ფული ედო, აღარ დახვდა.

ცნობილია, რომ მომხდარის შემდეგ, 32 წლის მამაკაცი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმალებოდა. ის ვარშავას მახლობლად, ერთ-ერთ ქალაქში დააკავეს. მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები