ბრიტანეთის მთავრობა ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ღაზის სექტორში დატყვევებულმა ბრიტანეთის მოქალაქეებმა რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტით გამოსვლა შეძლონ - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
რიში სუნაკის თქმით, ის მიესალმება ღაზის სექტორისა და ეგვიპტის დამაკავშირებელი რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნას და ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ეფექტიანი გზა ღაზიდან გასასვლელად.