16 სექტემბერი 2024,   22:54
ვრცლად
ევროპამ თვითნასწავლი გენიოსი კიდევ ერთხელ გაიცნო - ფიროსმანი ამჯერად თოჯინების თეატრში

ევროპამ თვითნასწავლი გენიოსი კიდევ ერთხელ გაიცნო. ნიკო ფიროსმანის შემოქმედება ამჯერად არა ნახატებით, არამედ თოჯინებით ფოთის სახელმწიფო თეატრმა გადმოსცა.

ფიროსმანის 56 წლიანი ცხოვრება ოთხმა ხელოვანმა სამი თოჯინას საშუალებით 36 წუთში ჩაატია, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჰააგის სამეფო კონსერვატორიის, "ამარეს" დარბაზი ფეხზე დამდგარიყო. სპექტაკლი ნიკო ფიროსმანი ფოთის თეატრმა საერთაშორისო კულტურული ფესტივალის, ევროპალიას ფარგლებში ჩაიტანა.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულტურის ფესტივალში საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და სპექტაკლების გარდა 4 თვის განმავლობაში ქვეყანა ევროპელების გაკვირვებას ფოლკლორით, ფერწერით, არქეოლოგიით და ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებით აპირებს. ევროპალია ორ წელიწადში ერთხელ ბელგიის სამეფო ოჯახის პატრონაჟით სამ ქვეყანაში - ბელგიაში, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში იმართება.

დღის ამბები