15 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
ისრაელში საფრანგეთის პრეზიდენტი ჩავიდა

ისრაელში საფრანგეთის პრეზიდენტი ჩავიდა. ემანუელ მაკრონი თელ-ავივში ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

ისრაელ-ჰამასის ომის განსახილველად ვაშინგტონს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა. ოფიციალური ამერიკა პეკინს "კონსტრუქციული მიდგომისკენ" უბიძგებს. ჩინეთის პირველი დიპლომატი უკვე ესაუბრა ისრაელელ კოლეგას, სადაც აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ პარალელურად უნდა დაემორჩილონ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. სერგეი ლავროვის განცხადებით, ცალმხრივმა ნაბიჯებმა შესაძლოა მხოლოდ გააუარესოს არსებული სიტუაცია. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს რაიმე ახალი იდეა კრიზისის დასაძლევად არ შემოუთავაზებია.

დღის ამბები