06 ოქტომბერი 2024,   21:45
ვრცლად
თეა წულუკიანი ქართული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით ვეტერან მთამსვლელებს შეხვდა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ქართული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერან მთამსვლელებს შეხვდა. ავთანდილ ჩხიკვაძესთან, თამაზ შარაშენიძესა და ვაჟა ჩაგელიშვილთან შეხვედრაზე მყინვარწვერის ექსპედიციასა და ქართული ალპინიზმის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

25-30 აგვისტოს, ქართული ეროვნული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, 86 წლის ავთანდილ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს მოყვარული ალპინისტების რვაკაციანმა ჯგუფმა მყინვარწვერზე ექსპედიცია ჩაატარა. პარალელურად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში მთამსვლელთა ფესტივალი გაიმართა.

დღის ამბები