15 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
არსებობს გეგმა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს გეგმა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას პარტია, სადაც გაერთიანდებიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტის შეხვედრა ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებთან სწორედ ამ გეგმას უკავშირდება.

"ზოგადად, არსებობს ასეთი გეგმა, რაც ჩვენ ვიცით, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია და, რა თქმა უნდა, ეს პარტია ისევ და ისევ შეიქმნება "კოლექტიური ნაცმოძრაობის" ფარგლებში. ის ქალბატონებიც, რომლებიც ესწრებიან ამ შეხვედრას არიან, რა თქმა უნდა, "კოლექტიური ნაცმოძრაობა". თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი პერსპექტივა ასეთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში ოპოზიციის წევრ ქალებს ხვდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები