„გლობალური კარიბჭე 2023“ - ფორუმი ბრიუსელში დღეს იხსნება. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, მოეწყობა სხვადასხვა თემატური პანელი. ერთ-ერთი მათგანი „სატრანსპორტო დერეფნებია”, სადაც მთავარი მომხსენებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნება.
ფორუმი „გლობალური კარიბჭე” ევროპული სტრატეგიაა, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე − ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში. ამისთვის, ფორუმის ფარგლებში, 300 მილიარდამდე ევროს მობილიზება და ინვესტიციების მოზიდვა იგეგმება.
ირაკლი ღარიბაშვილი, ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, ევროკომისიის პრეზიდენტმა - ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია.