22 დეკემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ირაკლი ბერაია, თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, ბოდიშს იხდის

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, პარლამენტში, თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშს იხდის:

"ძალიან კარგად ვიცით, რას ვაკეთებთ თითოეული ჩვენგანი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაღრმავებისთვის, დეოკუპაციისთვის და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისთვის. როდესაც სამარცხვინოდ და უაპელაციოდ გვადანაშაულებენ ეროვნული ინტერესების ხელყოფაში, კრემლთან კავშირსა და კრემლის ინტერესების გატარებაში, რა თქმა უნდა, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია და ეს გამოსვლაც სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებაზე გამოხმაურებას ემსახურებოდა. მეორე ნაწილს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ვაღიარებ, რომ ეს იყო ემოციურად გადაჭარბებული, იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვისმენთ. ამის გამო, გულწრფელად მინდა, ბოდიში მოვიხადო," - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

"ქართული ოცნების" წევრმა, თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეურაცხყოფა სხდომათა დარბაზი მიაყენა. ირაკლი ბერაიამ, სიტყვით გამოსვლისას, კოლეგა რუსეთის საგარეო უწყების სპიკერს შეადარა და განაცხადა, რომ ზახაროვას მსგავსად, თეონა აქუბარდიაც დეზინფორმაციის წყაროა.​

 

დღის ამბები