05 ოქტომბერი 2024,   01:04
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ სენაკის სამხედრო ბაზაზე დასრულებული და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

მინისტრმა, მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ყაზარმის განახლებული შენობა დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურის განახლებისა და მშენებლობის მიმართულებით, ბოლო ოთხ წელიწადში, დაახლოებით, 360 მილიონი ლარი დაიხარჯა, რამაც ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგომარეობა გააუმჯობესა.

2024 წელს, ამ მიზნით, თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. მიმდინარე წელს შენდება 20 ობიექტი და რემონტდება 50 ობიექტზე მეტი.

დღის ამბები