საგარეჯოს შემდეგ ყვარელი და ახმეტა - კახეთში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. მმართველი ძალის მხარდასაჭერად კახეთში ცნობილი მომღერლები ჩავიდნენ და ქალაქის ცენტრებში შეკრებილ მოსახლეობას 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერი მოწოდებები ხელოვანების მხრიდან ისმოდა სცენიდანაც. არტისტების ნაწილმა ის მიზეზებიც განმარტა, თუ რატომ უნდა მიიღოს სახელისუფლებო გუნდმა ამომრჩევლისგან საკონსტიტუციო უმრავლესობა.
ავტორი: სიმონ შანავა.