21 დეკემბერი 2024,   15:58
ვრცლად
70 გარდაცვლილი მათ შორის ბავშვებიც - ჰაიტიში შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა სახლები და მანქანები დაწვეს

ჰაიტის პატარა ქალაქზე შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. გაეროს მონაცემებით, დაშავებულია 16 ადამიანი.

მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ გარბიან პანიკაში მყოფი ადამიანები ქვეითად და მოტოციკლებით.

თავდასხმაზე პასუხისმგებელი შეიარაღებულმა დაჯგუფება Gran Grif-ია. დაჯგუფება ჰაიტის თითქმის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს. გაეროს ცნობით, დაჯგუფების წევრებმა დაწვეს მინიმუმ, 45 სახლი და 34 მანქანა.

Gran Grif-ის წევრებს 2023 წლის იანვარში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმასა და ექვსი ოფიცრის მკვლელობასაც ედავებოდნენ. ამას გარდა, დაჯგუფებას ადანაშაულებენ საავადმყოფოს ძალის გამოყენებით დახურვაში, რომელიც 700 000-ზე მეტ ადამიანს ემსახურება.

ჯგუფს 100-მდე წევრი ჰყავს და ბრალდებულია ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა მკვლელობა, გაუპატიურება, ძარცვა და გატაცება. გაეროს მოხსენების თანახმად, მისი დამფუძნებელიც და ამჟამინდელი ლიდერიც აშშ-ის სანქციებს ექვემდებარება.

ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა, გარი კონილმა პირობა დადო, რომ ქვეყანაში შეიარაღებული დაჯგუფების თარეშს აღკვეთს. მან დაამტკიცა საპოლიციო მისია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან შეკრებილი 2500 ოფიცრისგან შედგება.

წყარო: BBC

დღის ამბები