04 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
დავით კოდუა: ჩემი პარლამენტში ყოფნით თითოეული ზუგდიდელი იქნება პარლამენტის წევრი, მე გავახმოვანებ თითოეული მათგანის სათქმელს, მათ საჭიროებებს და ერთად ვიმუშავებთ გადაჭრის გზებზე

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი, დავით კოდუა დღეს ჩხორიაში, ტყაიასა და რიყეში მოქალაქეებს შეხვდა.

როგორც დავით კოდუა აღნიშნავს, ამ სოფლებში, ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

"მოქალაქეებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ.

ამჯერად, ჩხორიაში, ტყაიასა და რიყეში ვიმყოფებოდით. ამ სოფლებში ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ".

მმართველი გუნდის დელეგატობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიასაც აფასებს. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ძალიან მშვიდი, საქმიანი და კონკრეტული გეგმებით გაჯერებული საარჩევნო კამპანია აქვს. დელეგატობის კანდიდატთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის კანდიდატი გიორგი გუგუჩია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

"ძალიან მშვიდი, საქმიანი და კონკრეტული გეგმებით გაჯერებული საარჩევნო კამპანია გვაქვს. არცერთ პარტიას, გარდა „ქართული ოცნებისა”, დელეგატი არ წარუდგენია ზუგდიდში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს მათი ზუგდიდისადმი მიდგომებს - ამ ქალაქის უპატივცემლობას. მხოლოდ ჩვენ ვთავაზობთ მოქალაქეებს ჰყავდეთ მათი მუნიციპალიტეტის ხმა პარლამენტში. რეალური ძალა, ვისაც ამ მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში საქმის კეთება შეუძლია, არის მხოლოდ „ქართული ოცნება“.

 

ჩემი პარლამენტში ყოფნით თითოეული ზუგდიდელი იქნება პარლამენტის წევრი, მე გავახმოვანებ თითოეული მათგანის სათქმელს, მათ საჭიროებებს და ერთად ვიმუშავებთ გადაჭრის გზებზე."-აღნიშნავს კოდუა.

დღის ამბები