05 ოქტომბერი 2024,   01:08
ვრცლად
„ომი ისეთი თემაა, რომ ყველას ეხება, ჩვენთან ახლოს მიმდინარეობს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ სინოდი ამას გამოეხმაუროს“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ ილია მეორემ წმინდა სინოდი კონკრეტული მიზეზის გამო მოიწვია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ განიხილება მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და მე-10 საუკუნეში მცხოვრები საეკლესიო მოღვაწეების წმინდანად შერაცხვის საკითხი.

"ომი ისეთი თემაა, რომ გლობალურია, ძალიან მასშტაბური და ყველას ეხება, ჩვენთან ახლოს მიმდინარეობს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ამას გამოეხმაუროს სინოდი. საათები არ ჩამინიშნავს, რამდენი ხნით ადრე თქვა პატრიარქმა სინოდის მოწვევის შესახებ, თუმცა ხდება ხოლმე ასე, როცა 2 დღით ადრე იწვევს სინოდს. საკითხებს შევიტყობთ უშუალოდ სინოდის მიმდინარეობის დროს," - აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ წელს სინოდი უკვე მეორედ იკრიბება. რა საკითხებია სინოდის სხდომის დღის წესრიგში, ინფორმაცია წინასწარ არ ვრცელდება.

დღის ამბები