19 სექტემბერი 2024,   04:55
ვრცლად
საბერძნეთში, ორმა ქართველმა ბინა მაშინ გაძარცვა, როცა მეპატრონეებს ეძინათ

საბერძნეთში ორი ქართველი მამაკაცი დააკავეს. როგორც ბერძნული მედია წერს, მათ ბინა მაშინ გაძარცვეს, როცა მეპატრონეებს ეძინათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველებმა ბინაში აივნიდან შეაღწიეს და ჩანთები, პასპორტები და სხვა პირადი ნივთები მოიპარეს.

სამართალდამცველებმა ისინი, „საეჭვო ქცევის გამო“, მაშინ შენიშნეს, როცა საცხოვრებელი კორპუსიდან გადიოდნენ. მედიის ინფორმაციით, მამაკაცებმა გაქცევა სცადეს, თუმცა მათი დაკავება მაინც შეძლეს.

ქართველების ჩხრეკისას პოლიციამ დანა, სახრახნისი და მოპარული ნივთები ამოიღო. ნივთები მეპატრონეებს დაუბრუნდათ.

დღის ამბები