პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ USAID-ის თანხები არამიზნობრივად იხარჯება.
"USAID-ი, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი, მათ შორის, საქართველოში და რომელიც, წესით, უნდა ემსახურებოდეს სამოქალაქო საზოგადოების გაზრდას, მიხვდება იმას, რომ გააკონტროლოს სად მიდის მისი თანხები კონკრეტულად. როგორც ჩანს, USAID-ის თანხები არამიზნობრივად იხარჯება აქაური "ენჯეოების" მიერ, არა რეალური მიზნებისთვის, არამედ რევოლუციური სცენარებისთვის. კარგი იქნება, მითუმეტეს, ამ ახალი ელჩის პირობებში, რომელთანაც ჩვენ გვაქვს იმედი, რომ გვექნება პარტნიორული ურთიერთობა, თუ USAID-ი მკაცრად გააკონტროლებს თავის მიერ გადმორიცხულ თანხებს საქართველოში,"- აცხადებს "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი.