09 ივლისი 2024,   03:54
ვრცლად
ბოლნისში 15 ბავშვი მოიწამლა - საბავშვო ბაღში სააგენტო არაგეგმურ ინსპექტირებას ატარებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლნისის 6-ე საბავშვო ბაღში 15 ბავშვი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა. უწყების ცნობით, სააგენტო ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევას ატარებს.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფი ბოლნისის მუნიციპალიტეტის N6 საბავშვო ბაღში (მის: ტაბიძის ქ.N44), არაგეგმურ ინსპექტირებას ახორციელებს. შემოწმება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე მიმდინარეობს.

შემოწმების პროცესში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია შეტყობინებაში დასახელებული სურსათის/ნედლეულის ნიმუშები. ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ, საზოგადოებას დამატებით ეცნობება,"- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები