15 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ნურავინ შეეცდება, რომ ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან გაყოს - გურამ მაჭარაშილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროკომისიის გადაწყვეტილებამ, წერტილი დაუსვა ყველა იმ მანიპულაციას, რომელიც ამბობდა, რომ თითქოს ხალხი და ხელისუფლება არის სხვა და სხვა.

მაჭარაშვილმა ევროკომისიის მიერ გაცემულ დადგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეულ დათქმასთან დაკავშირებით, ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციები იქნება და ისინი, მაქსიმალურად შესრულდება.

"ეს არის სის გადაწყვეტილება, რომელმაც პრაქტიკულად წერტილი დაუსვა ყველა იმ მანიპულაციას, რომელიც ამბობდა, რომ თითქოს ხალხი და ხელისუფლება არის სხვა და სხვა. ნურავინ შეეცდება, რომ გაყოს ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან. თუ ხარ თავმოყვარე, თუ გიყვარს შენი ქვეყანა და იცავ მის სუვერენიტეტს, სწორედ ეს არის ევროპული ღირებულებები და ევროპა აფასებს ზუსტად იმას, რაც არის ევროპული ღირებულებები.

რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მათ შეუძლიათ ცალ ფეხზე დადგნენ, ირბინონ და პროპაგანდა ატარონ არა რუსულ კანდიდატის სტატუსზე. ვის ეწყინა ეს გადაწყვეტილება კარგად ჩანს - ეწყინა ეს რუსეთს და რადიკალურ ოპოზიციას.

რაც შეეხება დათქმებს, პირობებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება. ევროპელებმა დაინახეს ის, რომ რაც ცალმხრივად არ შეიძლება გაკეთდეს, მაგალითად: დეპოლარიზაცია. ეს, ბუნებრივია, რომ იქიდან მოთხოვნილი ვერ იქნება და ამის გათვალისწინებით მიიღეს, ასეთი პოზიტიური გადაწყვეტილება. რაც შეეხება დანარჩენ დათქმებს, არსებობს შესაბამისი უწყებები პარლამენტში თუ მთავრობაში, რომელთან დაკავშირებითაც, საგარეო გუნდთან და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად, თითოეულ ამ დათქმასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, იქნება კონსულტაციები და მაქსიმალურად შესრულდება", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დღის ამბები