15 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
საქართველო უახლოეს მომავალში ევროპული ჯახის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა გახდება - გივი მიქანაძე

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო, უახლოეს მომავალში, ევროპული ჯახის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა გახდება.

მიქანაძის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოსთის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის, რომ საქართველო ევროპის მიერ კიდევ ერთხელ და განსაკუთრებით აღიარებულ იქნა, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი და ეს ქვეყანა, აუცილებლად, უახლოეს პერიოდში, გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ის წინსვლა და ის პროგრესი, რაც ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილის დაბრუნების დამკვიდრებისთვის არის მიმართული, საბოლოოდ უკვე რეალურ სახეს იღებს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები