15 ნოემბერი 2024,   21:16
ვრცლად
"ევროკომისიამ ეს შანსი მისცა ქართველ ხალხს, ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება სწორედ ამ პირობის შესრულების შედეგად, რაც მდგომარეობს თავისუფალ არჩევნებში" - თინა ბოკუჩავა

ევროკომისიის გადაწყვეტილებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ოპოზიცია ეხმაურება.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია-ს" თავმჯდომარის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ევროკომისიამ ეს შანსი ქართველ ხალხს მისცა, რომელსაც პრორუსული ხელისუფლება ჰყავს და ეს აუცილებლად შეიცვლება.

ბოკუჩავას თქმით, საქართველოს ევროპეიზაციის გზამკვლევი, თავისუფალ არჩევნებში მდგომარეობს, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვლება.

"ევროკომისიამ ეს შანსი მისცა ქართველ ხალხს, ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება სწორედ ამ პირობის შესრულების შედეგად, რაც მდგომარეობს თავისუფალ არჩევნებში, სწორედ ეს არის გზამკვლევი საქართველოს ევროპეიზაციისთვის", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, 2024 წლის არჩევნები გეოპოლიტიკური არჩევნები იქნება, რომელიც განსაზღვრას, რა მიმართულებით წავა საქართველო.

"ოპოზიცია ყოჩაღ, სამოქალაქო სექტორი ყოჩაღ, ხელისუფლება მოუსმინე ხალხს - ეს არის მთელი შინაარსი. 2024 წლის არჩევნები არის გეოპოლიტიკური არჩევნები, რა გზას ირჩევს საქართველო, ამ 9 პირობის შესრულებით ევროკავშირის წევრობას თუ ისევ ჭიდაობას და იმ მაიმუნობას, რასაც ჰქონდა ადგილი "ქართული ოცნების" მხრიდან. მთავარი, ვინ არის 9 პირობის გამკეთებელი, თქვენ ხომ იცით, რომ ჩვენ ამის გამკეთებლები ვართ, მოგვეცით ახლა შესაძლებლობა და 9-ვე პირობა, უმოკლეს ვადაში იქნება შესრულებული", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები