იტალიაში ქართული კულტურის საღამო გაიმართა. ქართველი ემიგრანტებისგან შემდგარი ანსამბლის ღონისძიება ჩატარდა. საუბარია, ფლორენციის წმინდა ნინოს ტაძართან არსებული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ "ნანილაზე". ანსამბლს 10 წლის იუბილე აქვს.
ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ქართველ ემიგრანტთა ნამუშევრებიც.
საქართველოში იტალიის ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ, ფლორენციის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მამა ანდრია ლაცაბიძე მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
"დღევანდელი საღამო ძალიან სასიამოვნო და ძალიან მნიშვნელოვანია. „ნანილას“ ვულოცავ 10 წლის იუბილეს. შენი საკუთარი კულტურის შეტანას სხვა ქვეყანაში და გაცნობას სხვა ქვეყნისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. განსაკუთრებით, ევროპის ცენტრში, იტალიაში ამის გაკეთება, რასაც ახლა „ნანილა“ აკეთებს... ამას უყურებენ ჩვენი იტალიელი მეგობრები, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს," - აცხადებს კონსტანტინე სურგულაძე.