05 ოქტომბერი 2024,   01:02
ვრცლად
ბერლინის კონფერენციაში, მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა

ბერლინის კონფერენციაში, მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. დელეგაცია, გერმანიაში, ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმის მიწვევით იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ახალი პლატფორმის "კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიური ქალაქების“ პრეზენტაცია გამართეს.

მისი ინიციატორების თქმით, ერთობლივი პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტების პოპულარიზაციასა და მის განვითარებას.

დღის ამბები