09 ივლისი 2024,   01:14
ვრცლად
ბერლინში პალესტინელების მხარდამჭერ მსვლელობას 2 500-მდე ადამიანი შეუერთდა

ბერლინში პალესტინელების მხარდამჭერ მსვლელობას 2 500-მდე ადამიანი შეუერთდა - ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა.

მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები ქუჩებში "თავისუფალ პალესტინას" სკანდირებდნენ და მოუწოდებდნენ ისრაელს, "შეაჩეროს ომი ღაზის წინააღმდეგ".

პროტესტს შეუერთდა ექიმთა ჯგუფიც, რომელიც ისრაელს ომის დანაშაულებში, საავადმყოფოების დაბომბვის გამო ადანაშაულებს. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ გერმანელებს, შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს და გამოხატონ სოლიდარობა ღაზაში მოკლული ადამიანების მიმართ.

დღის ამბები