09 ივლისი 2024,   01:35
ვრცლად
ძლიერ შოკირებული ვარ ღაზაში სკოლებზე თავდასხმის გამო - გუტერეში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ღაზაში, 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, ორ სკოლაზე თავდასხმების გამო, ძლიერ შოკირებულია, - ამის შესახებ BBC წერს.

"ასობით ათასი პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქე ეძებს თავშესაფარს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაწესებულებებში, მთელი ღაზის მასშტაბით მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების გამო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენი შენობა ხელშეუხებელია“, - განაცხადა გუტერეშმა და მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, შეწყვიტონ ცეცხლი.

ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, პალესტინის ორ სკოლაში ათობით ადამიანია დაღუპული.

დღის ამბები