მიხეილ სააკაშვილის ბიძა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არამშვიდობიანი გზით დაბრუნებაზე საუბრობს. "გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია, იმიტომ, რომ ეს არის პლურალიზმი და დემოკრატია" - განაცხადა თემურ ალასანიამ ემიგრანტებთან შეხვედრაზე.
ძმის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია.
„დემოკრატის თემურისნაირი დამცველი მსოფლიოში არ არსებობს, რომ დაიწყოთ ძებნა", - აცხადებს გიული ალასანია.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი,პეტრე ცისკარიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების ვარიანტებზე საუბრობს.
„ადამიანი თავის პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს და მე მეკითხებით? შეეკითხეთ იმ ადამიანს. ნელი, მტკიცე, მეთოდური ნაბიჯებით, შესაძლებელია იმ რეგიონების დაბრუნება, რომელიც რუსეთმა წაგვართვა. რუსეთის დასუსტება, განსაკუთრებით ამ ბოლო მათ მიერ წამოწყებულ აგრესიაში და უკრაინაში, ასევე ხელს აძლევს საქართველოს, რომ მშვიდობიანად დაიბრუნოს ოკუპირებული რეგიონი,“ - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.
თემურ ალასანიას განცხადების სანდოობაში ეჭვი შეაქვს "ნაციონალურ მოძრაობას". ოპოზიციის მეორე ნაწილი კი მას მავნებლურს უწოდებს.
„ბევრნაირი ადამიანი არსებობს და განსაკუთრებით პოლიტიკაში პოპულარულია აგრესიული რიტორიკა, რომ ჩვენ მაგრები გავხდებით, დავიბრუნებთ, დავამარცხებთ, ჩვენ რაღაცას ვიზამთ. არც ერთ შემთხვევაში არც ერთი დაღვრილი სისხლის ფასად იქ დაბრუნება ზოგადად არ გვიღირს ჩვენ მაგალითად და არ გვინდა არანაირი დაპირისპირება. არსებობს მეორე გზა, რომელსაც აქვს ეს რიტორიკა, რომ ადამიანები, რომლებიც გაბრაზებულები არიან და შურისძიებას ელოდებიან, მათი ყურადღება მიიპყრონ წინასაარჩევნოდ. ხელისუფლებაში არ იყვნენ თვითონ თუ ეგ უნდოდათ? ვინ უშლიდა ხელს?“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.