



ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის შეწყალების მოთხოვნას მმართველი გუნდი ეხმაურება.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს ქვეყანას მშვიდობის ნაცვლად არეულობას მოუტანს. უმრავლესობაში თვლიან, რომ შეწყალების აქტი იმ ადამიანებს გაანაწყენებს, რომელიც ძველი რეჟიმის მსხვერპლი იყო.
"ეს, რასაკვირველია სერიოზულ შედეგს გამოიწვევს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილისთვის და არა მგონია, რომ იგი ამ ნაბიჯზე წავიდეს. ეს იქნება ის ნაბიჯი, თუ მან ეს გადადგა, რომელიც საბოლოოდ დაუპირისპირებს მას საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს, რომლის კისერზეც გადაიარა იმ დესპოტურმა მმართველობამ, რომელიც არსებობდა საქართველოში სააკაშვილის მმართველობის პერიოდში," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
ავტორი: მაკა გოგებაშვილი