აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, "ჰამასი" მძევლების ნაწილს გაათავისუფლებს, "ძალიან ახლოსაა“, - წერს BBC წერს.
"როგორც ყველამ იცით, კვირების განმავლობაში, ჩვენ ამაზე ინტენსიურად ვმუშაობდით. ჩვენ ახლა ძალიან, ძალიან ახლოს ვართ [შეთანხმებასთან]. მოცემული მომენტისთვის, საქმე კარგად გამოიყურება“, - ამბობს ბაიდენი.
ამავე თემაზე, კომენტარს აკეთებს ბენიამინ ნეთანიაჰუც - ისრაელის პრემიერის განცხადებით, ღაზის სექტორიდან მძევლების გათავისუფლების საკითხზე, ისრაელი პროგრესს აღწევს. "იმედი მაქვს, რომ მალე კარგი ამბები იქნება", - თქვა მან.