ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ღაზის სექტორიდან მძევლების დაბრუნების საკითხზე, ისრაელი პროგრესს აღწევს, - ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
"პროგრესს ვაღწევთ. ვფიქრობ, ზედმეტის თქმა არ ღირს, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ მალე კარგი ამბები იქნება", - აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ისრაელის პრემიერს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.