15 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
მოულოდნელად გადაკვეთის წერტილის პოვნა არის უპრინციპობის სრული დემონსტრირება - სარჯველაძე ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე

შეძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დღეს სააკაშვილისთვის ის ხალხი აღმოჩნდა მისაღები, ვინც მანამდე რუსული საქმის მკეთებლად მიიჩნეოდა. 

როგორც მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, ახლა, მოულოდნელად გადაკვეთის წერტილის პოვნა არის "უპრინციპობის სრული დემონსტრირება":

"მოულოდნელად გადაკვეთის წერტილის პოვნა არის უპრინციპობის სრული დემონსტრირება. ყველას ახსოვს ის "საქებარი" სიტყვები, რომლითაც მოიხსენიებდა სააკაშვილი იმ დროს "ბნელ მხარეს" გადასულ ვაშაძეს. როდესაც სააკაშვილი საუბრობს 2007 წელს განვითარებულ მოვლენებზე, არ უნდა დაავიწყდეს, რომ საზოგადოების ნაწილი, რომელიც იმ დროს მხილებული იყო, ახლა ისევ სააკაშვილის გვერდშია აღმოჩენილი. დღეს მისთვის ის ხალხი მისაღები აღმოჩნდა, ვინც მანამდე რუსული საქმის მკეთებლად მიიჩნეოდა," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები