09 ივლისი 2024,   01:51
ვრცლად
დუბლინში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ ქალაქში მასშტაბური პროტესტი დაიწყო - მამაკაცმა ცივი იარაღით 5 პირი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი დაჭრა

დუბლინში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ ქალაქის ცენტრში მასშტაბური პროტესტი დაიწყო. ირლანდიის დედაქალაქში, დაუდგენელი მოტივით, ახალგაზრდა მამაკაცმა ცივი იარაღით 5 პირი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი დაჭრა.

დანაშაულისთვის დაკავებული კაცი ემიგრანტია, ამიტომ პროტესტი ანტიმიგრანტებმა დაიწყეს, რასაც სამართალდამცველებთან შეტაკებები მოჰყვა.

აქციის მონაწილეებმა ჩაამსხვრიეს მაღაზიებისა და სასტუმროების ფანჯრები. გამოიყენეს პიროტექნიკა, დაწვეს პოლიციის მანქანები და ავტობუსები.

 

დღის ამბები