05 ივლისი 2024,   22:45
ვრცლად
აშშ-ში, ისრაელის საკონსულოს წინ, პალესტინის მხარდამჭრმა დემონსტრანტმა თავის დაწვა სცადა

ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, ისრაელის საკონსულოს წინ, ერთ-ერთმა პროპალესტინელმა დემონსტრანტმა თავის დაწვა სცადა. პოლიციის განცხადებით, მოქალაქემ ბენზინი გადაისხა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ასევე, დაშვებულია დაცვის თანამშრომელი, რომელმაც აქციის მონაწილეს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად მუშაობს.

დღის ამბები