08 ივნისი 2024,   14:14
ვრცლად
"ტოვებს" - მხატვარ საბა გელაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა
"ტოვებს" - ამ სახელწოდებით, მხატვარ საბა გელაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას "ბაია გალერეამ" უმასპინძლა.
 
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 9 აბსტრაქტული ნამუშევარი და 1 ავტოპორტრეტი.
 
საბა გელაშვილი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტია, მისი შემოქმედების ძირითადი მიმართულება ფერწერა და აბსტრაქტული მხატვრობაა.
დღის ამბები