08 სექტემბერი 2024,   05:09
ვრცლად
საქართველომ სწრაფად შეძლო სამოქმედო გეგმის დასახვა, ვიმედოვნებ შემდგომი პროგრესის ხილვას ევროკავშირის გზაზე - ბულგარეთის ელჩი

საქართველოში ბულგარეთის ელჩი, ევროკავშირის 9 დათქმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, აცხადებს, რომ რეკომენდაციები აუცილებლად შესასრულებელია.

"რეკომენდაციები კარგად ცნობილი საკითხებია, რომლებიც შესასრულებელია. არ მიყვარს რჩევების მიცემა, თუმცა, ჩემი მოკრძალებული რჩევაა, დასხდეთ და იმუშაოთ იმაზე, რაც აუცილებლად გასაკეთებელია", - განაცხადა ვესელინ ვალკანოვმა.

დიპლომატის თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას ბევრი რამ განიხილება.

"დამსახურება მნიშვნელოვანია, თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული სამუშაო წინსვლისთვის. საქართველოს შეუძლია ამის შესრულება, სწრაფად შეძელით სამოქმედო გეგმის დასახვა. ვნახოთ, რა რეაქციები იქნება და ვიმედოვნებ, შემდგომი პროგრესის ხილვას საქართველოს ევროკავშირის გზაზე," - განაცხადა ელჩმა.

დღის ამბები