06 ივლისი 2024,   01:30
ვრცლად
ქართველი მეცნიერის მტკიცებით, "ვეფხისტყაოსანი" შექსპირმა საკუთარ პიესაში ლიტერატურულ წყაროდ გამოიყენა

"ვეფხისტყაოსანი" არამხოლოდ ქართული, არამედ, მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი შედევრია. ნაწარმოები, რომელიც ყველა დროში, ყველა ეპოქაში აქტუალურია.

ის, რომ რუსთაველი დიდია, ამაზე არავინ დაობს, თუმცა ქართველი მეცნიერი ამტკიცებს, რომ "ვეფხისტყაოსანი" იმდენად დიადია, შექსპირმა საკუთარ პიესაში ლიტერატურულ წყაროდ გამოიყენა.

საუბარია შექსპირის "ციმბელინზე". ქართველი მეცნიერი ელგუჯა ხინთიბიძე ამტკიცებს, რომ თემა, იდეა, კომპოზიცია საერთოა. მსგავსია განვითარებაც. ამ თემაზე მეცნიერი წლები მუშაობდა.

მოხსენება კი ჯერ ოქსფორდში მოხვდა, შემდეგ ჩიკაგოში და მიჩიგანში. აღმოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ქართველ, ისე უცხოელ ლიტერატურათმცოდნეებში.

ავტორი: ანი გენებაშვილი 








დღის ამბები