16 ოქტომბერი 2024,   00:01
ვრცლად
15 დეკემბერს, თუ საბოლოოდ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ვფიქრობ, ახალი ტიპის პოლიტიკური ცხოვრების დაწყება მოგვიწევს - ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია "გირჩის" წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ 15 დეკემბერს საქართველო მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, დეპუტატებმა ერთმანეთთან მუშაობისა და დამოკიდებულების ფორმატი უნდა შეცვალონ.

"15 დეკემბერს, თუ საბოლოოდ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ვფიქრობ, ახალი ტიპის ცხოვრების დაწყება მოგვიწევს. ჩემი წარმოდგენით, ნაცვლად იმის, რომ გაყოფილები ვიყოთ, როგორც ახლა ვართ გაყოფილები, და ევროკავშირსა და ევროპას ვიყენებთ შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში, მოგვიწევს, რომ მტერი და მოწინააღმდეგე დავინახოთ სხვაგან", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

დღის ამბები