06 ივლისი 2024,   00:39
ვრცლად
საქართველოში ინტერნეტ-მმართველობის მეცხრე ფორუმი ტარდება

საქართველოში ინტერნეტ-მმართველობის რიგით მეცხრე ფორუმი ტარდება. ფორუმზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ელექტრონული კომერციის რეგულირება, მონაცემთა დაცვა, ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება, 5G ინტერნეტი, ასევე, ციფრული მმართველობის და ციფრული წიგნიერების შესახებ სხვადასხვა საკითხები.

ღონისძიება, აღნიშნული მიმართულებით, დაინტერესებული მხარეების ჩართულობას და ადგილობრივი გამოწვევების იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად.

დღის ამბები