05 ივლისი 2024,   23:18
ვრცლად
ლიბანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა - ცაჰალი

ისრაელის თავდაცვის ძალების (ცაჰალის) ცნობით, ლიბანის ტერიტორიიდან, ჩრდილოეთ ისრაელისკენ - არაბ-ალ-არამშეს, სასასა და დოვევის მიმართულებით, რამდენიმე რაკეტის გაშვება დააფიქსირეს.

ცაჰალში აცხადებენ, რომ ახლა მათი არტილერიის სამიზნე ლიბანში მდებარე თავდასხმის ობიექტებია. "დავარტყით ჰეზბოლას ტერორისტულ ინფრასტრუქტურას ლიბანში“, - ამბობენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ცაჰალის ცნობითვე, ლიბანიდან გაშვებულმა რამდენიმე რაკეტამ ისრაელამდე ვერ მიაღწია.

დღის ამბები