05 ივლისი 2024,   22:55
ვრცლად
თეთრ ნაჭრებზე, საკვებით დაწერილი სიტყვები - რა ეწერა ქსოვილზე, რომლითაც საკუთარი არმიის მიერ მოკლული ისრაელელი ბიჭები დახმარებას ითხოვდნენ

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გაჩხრიკეს შენობა, რომელთანაც, ისრაელის არმიამ საკუთარი მოქალაქეები მოკლა. მათ იპოვეს ორი თეთრი ნაჭერი, რომელზეც, საკვებით, რამდენიმე სიტყვა ეწერა, - ამის შესახებ BBC წერს.

"SOS" და "დაგვეხმარეთ, 3 მძევალი" - ესაა ის სიტყვა და ფრაზა, რომლითაც სამი ახალგაზრდა ცდილობდა, თავისი ქვეყნის არმიისთვის ეცნობებინა, რომ "ჰამასის" ტყვეობაში მყოფებს, დახმარება სჭირდებოდათ.

საპასუხოდ, ცაჰალმა მათ ცეცხლი გაუხსნა. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ეს შეცდომით მოხდა, რადგან ერთ-ერთ ისრაელელ სამხედროს ბიჭები ტერორისტები ეგონა, ისინი საფრთხედ მიიჩნია და ცეცხლი გაუხსნა.

ისრაელის ცნობით, ორი ბიჭი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი უკან გაიქცა და შენობაში შევარდა, თუმცა, მოგვიანებით, ისიც გარდაიცვალა.

"[ისრაელელმა] ჯარისკაცებმა გაიგონეს, როგორ ითხოვდა ვიღაც დახმარებას ებრაულად და მეთაურმა მაშინვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება", - აცხადებენ ისრაელის შეიარაღებულ ძალებში.

მოკლულები 22, 26 და 28 წლის ბიჭები არიან.

დღის ამბები