კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
სტუდენტებთან შეხვედრის დროს, დისკუსიის თემა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია იყო. შეხვედრა NATO-ს საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ ვრცლად ისაუბრა, ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია.
დისკუსია გაიმართა მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზეც.