03 ივლისი 2024,   13:15
ვრცლად
ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 22,000-ს გადააჭარბა

ბოლო 90 დღის განმავლობაში, ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად, 22,438 პალესტინელი დაიღუპა, - აცხადებს ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აშრაფ ალ-ქუდრა.

მისივე თქმით, დაშავებულია სულ მცირე 57,614 ადამიანი, რომელთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 125 პალესტინელი დაიღუპა და 318 დაიჭრა.

დღის ამბები