03 ივლისი 2024,   14:15
ვრცლად
მიწისძვრა იაპონიაში - დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა. ევაკუაციის ცენტრებში, 34-ათასი ადამიანი იმყოფება. აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, გადარჩენილებს ეძებენ ნანგრევებში.

შეგახსენებთ, რომ 1 იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია დაფიქსირდა, მათ შორის ყველაზე ძლიერმა, 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.

 

დღის ამბები