03 ივლისი 2024,   13:23
ვრცლად
ღაზაში, ყოველდღიურად, 10-ზე მეტი ბავშვი კარგავს ერთ ან ორივე ფეხს, მრავალი ამპუტაცია ანესთეზიის გარეშე ტარდება - ორგანიზაცია "Save the Children"

ღაზის სექტორში, 7 ოქტომბრის შემდეგ, ყოველდღიურად, 10-ზე მეტი ბავშვი კარგავს ერთ ან ორივე ფეხს. მრავალი ამპუტაცია ანესთეზიის გარეშე ტარდება, - ინფორმაციას Save the Children-ი ავრცელებს. საქველმოქმედო ორგანიზაცია ხაზს უსვამს მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

„ამ კონფლიქტში ბავშვების ტანჯვა წარმოუდგენელია. ბავშვების მკვლელობასა და დასახიჩრებაში დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, - აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი ჯეისონ ლი.

Save the Children-ის ცნობითვე, ღაზაში სამედიცინო მარაგების დეფიციტი სულ უფრო მწვავდება.

დღის ამბები