03 ივლისი 2024,   13:26
ვრცლად
პაკისტანში აფეთქებას 5 პოლიციელი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

პაკისტანში მომხდარი აფეთქების შედეგად, ხუთი პოლიციელი დაიღუპა, დაშავებულია 20 ადამიანი. ბაჯაურის რაიონში პოლიციის სატვირთო მანქანა კუსტარული ასაფეთქებელი მოწყობილობის სამიზნე გახდა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველები პოლიომიელიტის ვაქცინაციის ჯგუფების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიდიოდნენ.

რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები