21 სექტემბერი 2024,   03:49
ვრცლად
"ქართველმა ხმლით ფარიკაობის ვირტუოზმა სანდრო ბაზაძემ, ფარიკაობის სამყარო მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ოსტატობით გააოცა" - ტუნისის გრან-პრის ოფიციალური გვერდი

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ინფორმაციით, ტუნისის გრან-პრის ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა ქალთა და კაცთა შორის რეიტინგის 5-5 საუკეთესო გამოარჩია და მცირე სტატია მიუძღვნა, მათ შორის, მსოფლიოს N 1 ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს.

"ქართველმა ხმლით ფარიკაობის ვირტუოზმა სანდრო ბაზაძემ, ფარიკაობის სამყარო მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ოსტატობით გააოცა.

მწვრთნელის, კრისტიან ბაუერის მეთვალყურეობის ქვეშ, საფრანგეთში Cercle d"escrime Orleanais- ში, ბაზაძემ სრულყოფილად დახვეწა თავისი მოხერხებული მარჯვენა ხელი და სწრაფად გახდა მსოფლიოში საუკეთესო ხმლით მოფარიკავე.

სანდრო ბაზაძემ, მეტსახელად "ზორომ", ისტორიაში თავისი სახელი 2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოსთვის ისტორიული ოქროს მედლის მოგებით ჩაწერა. მისი ტრიუმფი გაგრძელდა 2023 წელს ტუნისის გრან პრიზე მორიგი ოქროს მედლის მოპოვებით.

ღრმა სპორტული ფილოსოფიით, ბაზაძეს მტკიცედ სწამს, რომ უნდა ისწავლო წაგება, რათა შემდეგ ისწავლო გამარჯვება.
მომავალზე ორიენტირებული ამბიციებით ის მიზნად ისახავს ოქროს მედლის მოპოვებას 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პარიზში, ბაზაძე განასახიერებს ბრწყინვალებას, გამბედაობასა და მსოფლიო ფარიკაობის ტრიუმფალურ სულს,"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები