03 ივლისი 2024,   12:32
ვრცლად
ისრაელის არმიამ ქალაქი ხან-იუნისი ალყაში მოაქცია - ინტენსიური ბრძოლები ქალაქის ორი მთავარი საავადმყოფოს გარშემო მიმდინარეობს

ახლო აღმოსავლეთში ყველაზე ცხელ წერტილად ამ დრომდე ქალაქი ხან-იუნისი რჩება.
ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქი ისრაელის არმიამ ალყაში მოაქცია, თუმცა მშვიდობიან მოსახლეობას ტერიტორიიდან გასვლის უფლება ეძლევა.

ისრაელის არმიაში ამბობენ, რომ ათასობით ადამიანმა ხან-იუნისი უკვე დატოვა და პროცესი გრძელდება. ინტენსიური ბრძოლებია ქალაქის ორი მთავარი საავადმყოფოს გარშემო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედროები ქალაქის დარჩენილ ნაწილებში უფრო ღრმად შევიდნენ, სადაც, მათი აზრით, "ჰამასის" ლიდერები, მძევლებთან ერთად, გვირაბებში იმალებიან.

დღის ამბები