29 სექტემბერი 2024,   05:27
ვრცლად
მოსული ნალექის გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში გზები გაიწმინდა

მოსული ნალექის გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში გზები გაიწმინდა.

შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, ტექნიკური მარილი დაიყარა: წყნეთის, ბეთანიის, კოჯრის, შინდისის, წავკისის ცენტრალურ და შიდა ქუჩებსა და წყნეთი-სამადლოს დამაკავშირებელ გზაზე. ასევე - ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე, სოფელ დიდგორსა და სოფელ თელოვანში.

გზების გაწმენდის სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო. საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური მარილის დაყრა დედაქალაქის სხვა რაიონებშიც გაგრძელდება.

დღის ამბები