08 მაისი 2024,   06:45
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ეძგვერაძისა და კიდევ 3 პირის ჯგუფურად ცემის საქმეზე, პროცესი დასრულდა

საქალაქო სასამართლოში, ჯგუფურად ცემის საქმეზე, საკრებულოს დეპუტატის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ეძგვერაძისა და კიდევ 3 პირის პროცესი დასრულდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაზარალებულების სასამართლოში დაკითხვასთან დაკავშირებით.

შემდეგი პროცესი 31 იანვარს ჩაინიშნა. მანამდე სამართლებრივი პროცედურები უნდა ჩატარდეს და დაზარალებულებს უწყებები უნდა ჩააბარონ. 

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ.

დღის ამბები