07 მაისი 2024,   01:07
ვრცლად
საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინა

სარეცხი საშუალებების გაყალბების საქმეზე, საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში ერთი პირი მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისსა და რუსთავში მდებარე სავაჭრო ობიექტებიდან ახდენდა დაბალხარისხიანი და იაფფასიანი სარეცხი საშუალებების რეალიზაციას.

ჯამში ამოღებულია 78 023 ლარის ღირებულების პროდუქცია. დანაშაული 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები