01 ივლისი 2024,   14:34
ვრცლად
25-მა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა მხარი დაუჭირა ტეხასის გუბერნატორს, ფედერალურ მთავრობასთან არალეგალური იმიგრაციის გამო დაპირისპირებაში

25-მა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა მხარი დაუჭირა ტეხასის გუბერნატორს, ფედერალურ მთავრობასთან არალეგალური იმიგრაციის გამო დაპირისპირებაში. ამის შესახებ BBC წერს. 25 შტატის გუბერნატორი შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ადანაშაულებს იმაში, რომ არ სურს ამერიკის საზღვრის დაცვა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

საქმე ამ კვირაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტის წინააღმდეგ, რომელმაც მავთულხლართები გააბა მექსიკასთან საზღვარზე. იქამდე, ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც შტატის სამართალდამცავებს უფლებას მისცემს ამერიკა-მექსიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ეჭვმიტანილები დააკავოს.

ებოტმა ხელი ასევე მოაწერა კანონპროექტს, რომელიც სასაზღვრო კედლის აშენებისა და სხვა ოპერაციებისთვის მილიარდ ნახევარ დოლარს გამოყოფს. მხოლოდ დეკემბერში საზღვარი გადაკვეთა რეკორდულმა 225 ათასზე მეტმა არალეგალურმა მიგრანტმა.

 

დღის ამბები