23 სექტემბერი 2026,   16:50
ვრცლად
ირაკლი ფურცელაძე აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის პოლკოვნიკს და მთავარ სერჟანტს შეხვდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ირაკლი ფურცელაძე, აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) მეთაურს, პოლკოვნიკ ბრაიანა პერატასა და მთავარ სერჟანტ მონეტ ბუშნერს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ორგანიზაციას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინსტიტუციური, სამეცნიერო და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებაში.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებით აღინიშნა WRAIR-ის როლი რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის მდგრადი ფუნქციონირების, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მიმართულებების განვითარებაში.
შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეები ეკა ადამია, ირმა ხონელიძე, WRAIR-ის ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულების დირექტორი პოლკოვნიკი ბრაიონი სოლტისი და ამავე მიმართულების სამეცნიერო დირექტორი ვიცე-პოლკოვნიკი თომას მუსიჩი ესწრებოდნენ.

დღის ამბები